ჩვენი პროდუქტი
მუსონ ექსტრა
ჰერბიციდები
პროდუქტის აღწერა
მოქმედი ნივთიერება: 2.4 დ დიმეთილამინის მარილი 800 გ/კგ
პრეპარატული ფორმა: წყალში ხსნადი გრანულები
საშიშროების კლასი: III
სელექტიური სისტემური ჰერბიციდი ერთწლიანი და მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველების გასანადგურებლად ხორბლისა და სიმინდის ნათესებში. წარმოადგენს სისტემური მოქმედების ჰერბციდს. იგი სწრაფად იჭრება სარეველაში და მოძრაობს რა ქსილემასა და ფლოემაში ანადგურებს მიწისზედა ორგანოებსა და ფესვთა სისტემას. მუსონ ექსტრა გამოიყენება გაზაფხულზე არანაკლებ +12C - +14C ტემპერატურის პირობებში. ხორბალში, ქერში, ჭვავში და შვრიაში პრეპარატი გამოიყენება კულტურის ბატყობის ფაზიდან აღერებამდე. ხოლო სიმინდში მისი გამოყენება შეიძლება კულტურის 3-5 ფოთლის ფაზაში.
მოქმედების სიჩქარე:
სარეველები წყვეტენ კვებას დამუშავებისთანავე. სარეველების დაღუპვის პირველი ნიშნები ვიზუალურად ხილული ხდება შესხურებიდან 5-6 საათში, ხოლო სარეველების სრული განადგურება ხდება 3-7 დღეში, მისი ტიპისა და კლიმატური პირობების მიხედვით.
მსგავსი პროდუქტები