icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

30 icon

1 კგ

კატეგორია: ფუნგიციდები - კულტურების მიხედვით

კულტურების მიხედვით: ვაშლი, ვაზი, პომიდორი, კიტრი, მსხალი, ხახვი, ნუში, მზესუმზირა, ციტრუსი, თხილი, დაავადების მიხედვით, ჭრაქი, ალტერნარიოზი, ფიტოფტოროზი, პერენოსპოროზი, სიდამპლე

პროდუქტის აღწერა

მოქმედი ნივთიერება: ალუმინის ფოსეთილი 800 გ/კგ

პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი

მწარმოებელი ქვეყანა:Miuchem Company Limited, ჩინეთი

თანბაჯი გამოიყენება ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურებში სხვადასხვა სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. საუკეთესო შედეგისათვის მისი გამოყენება რეკომენდირებულია პროფილაქტიკურად.

მოქმედების მექანიზმი: თანბაჯი მაღალეფექტური მოქმედების ფუნგიციდია სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. მას აქვს როგორც პროფილაქტიკური, ასევე სამკურნალო თვისებები. პრეპარატის შესხურებიდან სწრაფადვე აღწევს მცენარეში და გადადგილდება წვენთან ერთად აღმავალი დინებით ფლოემის გავლით, ფოთლებიდან ფესვებამდე და პირიქით ფესვებიდან ან ღეროდან ზევით ქსილემის გავლით, ძველი ფოთლებიდან ახალგაზრდა ფოთოლზე. შედეგად ბლოკავს სოკოს მიცელიუმის ზრდას და სპორების წარმოქმნას. პრეპარატი ეფექტურია სოკოს განვითარების ყველა სტადიაში.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

პრეპარატს ახასიათებს ხანგრძლივი დაცვა, განსაკუთრებით დაავადების გამოვლენის საწყის ეტაპზე;

ახასიათებს სამკურნალო ეფექტი;

მოსახერხებელია გამოსაყენებლად (ადვილად იხსნება და ნაწილდება დოზებად).

 

კულტურა დაავადება ხარჯვის ნორმა კგ/ჰა ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაშლი, მსხალი, კომში ბაქტერიული დამწვრობა 3 30 (2)
მზესუმზირა პერენოსპოროზი 1.2-1.5 20 (3)

რაფსი (საგაზაფხულო)

რაფსი (საშემოდგომო)

პერემოსპოროზი 1.2-1.8 20 (3)
კიტრი (ღია გრუნტი) პერენოსპოროზი 2 (0.3% სუსპენზია) 7 (3)
ხახვი (თესლის) (მწვანე ხახვის გარდა) პერენოსპოროზი 1.2-2 (0.4% სუსპენზია) 20 (5)
მარწყვი (საჩითილე) ფიტოფტოროზი 4 (0.2% სუსპენზია) 30 (2)
ვაზი  ჭრაქი 2 30 (2)
პომიდორი (ღია გრუნტი) ფიტოფტოროზი 1.5 - 2 7 (3)
საზამთრო, ნესვი ჭრაქი 1.2 - 1.5 7 (3)
კურკოვნები ხეხილის ბაქტერიული დამწვრობა, ფიტოფტოროზი 2.5 - 4 14 (2)
ნუში, თხილი ბაქტერიული დამწვრობა, ფიტოფტოროზი 2.5 - 5 14 (3)
მოცვი ანტრაქნოზი, ალტერნარიოზი, ფიტოფტოროზი 2.5 - 3 (ფოთლიდან)

7 (2)

(14-21 დღიანი ინტერვალით)

კომბოსტო (ყველა სახეობა) ჭრაქი 2.0 - 3.0 3 (6)
ციტრუსები  ფიტოფტოროზი, სიდამპლე, ნაყოფების ნაცრისფერი სიდამპლე, შავი სიდამპლე, ყავისფერი სიდამპლე 2.5 - 5.0 30 (3)

 

მსგავსი პროდუქტები