icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

70 icon

0.200 ლ

37 icon

0.1 ლ

კატეგორია: ინსექტიციდები - აკარიციდები

პროდუქტის აღწერა

მოქმედი ნივთიერება: 200 გ/ლ ქლორანტრანილიპროლი

პრეპარატული ფორმა: სუსპენზიის კონცენტრატი

მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი

ნატუგრენი არის ახალი თაობის მაღალეფექტური ინსექტიციდი მოქმედების ფართო სპექტრით, რომელიც თქვენი მოსავლის ხარისხიანობას საგრძნობლად გაზრდის. აქტიური ნივთიერება 200 გ/ლ ქლორანტრანილიპროლი სწრაფად აღწევს მცენარეში და მოხვედრისთანავე ანადგურებს მავნებლებს. ამასთანავე ნატუგრენი ხასიათდება ხანგრძლივი მოქმედებით, რაც ამცირებს ინსექტიციდის ხშირი ხელახალი გამოყენების აუცილებლობას. პრეპარატი გამოირჩევა ოვიციდური მოქმედებით, ააქტიურებს მწერის რიანიდინურ რეცეპტორებს, რაც იწვევს მავნებლების კუნთების რეგულაციის მოშლას, დამბლას და საბოლოოდ მათ დაღუპვას.
 
პრეპარატის უპირატესობები:
ინსექტიციდს ახასიათებს სწრაფი მოქმედება. მავნებლები მოსავლის  დამუშავებისთანავე წყვეტენ კვებას. 
ნატუგრენი ხანგრძლივად იცავს მოსავალს რთულ კლიმატურ პირობებშიც კი, ავლენს მაღალ მედეგობას წვიმით ჩამორეცხვის წინააღმდეგ.
აქვს მაღალი ბიოლოგიური აქტივობა.
ახასიათებს მაღალი ეფექტურობა და დაბალი ხარჯვის ნორმა.
 
გამოყენების ცხრილი:
კულტურა მავნებელი ხარჯვის ნორმა გამოყენების ხერხი, დრო, თავისებურება ლოდინის პერიოდი (ჯერადობა) ხელით მუშაობის დაწყების დრო
ვაშლი, მსხალი მწუწნი და ფოთლის მღრღნელი ქერცფრთიანი მავნებლები 17.5 მლ 100 ლ წყალში შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10-14 დღიანი ინტერვალით მავნებლების ადრეული განვითარების ფაზაში (მავნეობის ზღვრის მიღწევისას) 14 (2) 7 (3)
კომში ქერცფრთიანი მავნებლები 12.5 მლ 100 ლ წყალში 14 (2) 7 (3)
ატამი მწუწნი და ფოთლის მღრღნელი ქერცფრთიანი მავნებლები, ჩრჩილი 20 მლ 100 ლ წყალში შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10-14 დღიანი  ინტერვალით 14 (2) 7 (3)
გარგარი მწუწნი და ფოთლის მღრღნელი ქერცფრთიანი მავნებლები, ჩრჩილი 20 მლ 100 ლ წყალში

 

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10-14 დღიანი  ინტერვალით

14 (2) 7 (3)
ქლიავი ქერცფრთიანი მავნებლები, ჩრჩილი 20 მლ 100 ლ წყალში 14 (2) 7 (3)
მოცვი მოცვის ჭია 20 მლ 100 ლ წყალში 14 (2) 7 (3)
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო, კარტოფილის ჩრჩილი 10-15 მლ 100 ლ წყალში შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10-14 დღიანი  ინტერვალით. ხარჯვა 400-500 ლ/ჰა 14 (2) 7 (3)
ბოსტნეული, პომიდორი აბლაბუდიანი ტკიპა, ფრთათეთრა 10-15 მლ 100 ლ წყალში 14 (2) 7 (3)
მარცვლეული მღრღნელი ხვატარი, შვედური ბუზი, მზესუმზირის ალურა, მდელოს ფარვანა, მზესუმზირის ხარაბუზა, ბამბის ხვატარი, მზესუმზირის ქაცვფეხა 15-20 მლ 100 ლ წყალში შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10-14 დღიანი  ინტერვალით. ხარჯვა 200-700  ლ/ჰა 14 (2) 7 (3)
ვაზი ყურძნის ჭია 15-20 მლ 100 ლ წყალში შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10-14 დღიანი ინტერვალით მავნებლების ადრეული განვითარების ფაზაში (მავნეობის ზღვრის მირწევისას) ხარჯვა 800-1 000 ლ/ჰა 14 (2) 7 (3)

მსგავსი პროდუქტები