ჩვენი პროდუქტი
ბორდოტანი
ფუნგიციდები
დაავადების მიხედვით12
0.8 კგ120
10 კგკატეგორია: ფუნგიციდები - დაავადების მიხედვით
დაავადების მიხედვით: ჭრაქი
პროდუქტის აღწერა
სპილენძის სულფატი + კალციუმის ჰიდროქსიდი 200გ/კგ
პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი (სფ)
ბორდოტანი მაღალეფექტური ფუნიგიციდია ატმის ფოთლის სიხუჭუჭის, კასტეროსპოროზის, ვაშლის ქეცისა და სიდამპლეების, ვაზის ჭრაქისა და კულტურათა ანთრაქნოზის, ციტრუსის სიდამპლეების, ნეკროზის და სასოფლო- სამეურნეო კულტურებში გავრცელებული სხვა დაავადებების წინააღმდეგ.
პრეპარატი არ არის თავსებადი ტუტოვან პესტიციდებთან.
შესხურებათა შორის ინტერვალი: 7 დღე
ლოდინის პერიოდი: 21 დღე
პრეპარატი შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილზე.
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
ბორდოტანი უნივერსალური ფუნგიციდია. პრეპარატს აქვს მასტიმულირებელი მოქმედება მცენარეებზე. პრეპარატის ეფექტურობა დამოკიდებულია მისი გამოყენების პერიოდზე (მისი გამოყენება უნდა მოხდეს დაავადების გამოჩენამდე). ამ შემთხვევაში მას თითქმის არ აქვს უარყოფითი გავლენა დაცულ კულტურებზე. როდესაც მცენარეებს ამუშავებენ ბორდოს სითხით, ძირითადი სპილენძის სულფატი ჟელატინისებრი ნალექის სახით ილექება, რომელიც კარგად ეკვრის ფოთოლს და ფარავს მცენარეს (ასევე მის ნაყოფს) დამცავი ფენით. ფუნგიციდებს შორის ბორდოს სითხე მდგრადობით (შენარჩუნებით) ფოთოლზე პირველ ადგილზეა. სპილენძის შემცველი ბიოლოგიური თვისებები განისაზღვრება, სპილენძის იონების აქტიური რეაგირებით ლიპოპროტეინებთან და ცოცხალი უჯრედების ფერმენტულ კომპლექსებთან. სპილენძის იონები, რომლებიც შედიან პათოგენურ უჯრედებში საკმარისად მაღალი კონცენტრაციით, ურთიერთქმედებენ სხვადასხვა ფერმენტთან, რომლებიც შეიცავს კარბოქსილის, იმიდაზოლის და თიოლის ჯგუფებს, რაც თრგუნავს მცენარის აქტივობას. მათი შერჩევითობა სასარგებლო ორგანიზმებთან მიმართებაში დამოკიდებულია სპილენძის იონების რაოდენობაზე, რომელიც შედის უჯრედებში და გროვდება მათში.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
უნივერსალური მოქმედება სოკოვან და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ;
მარეგულირებელი ეფექტი აქვს ფოტოსინთზზე, სუნთქვაზე, ნახშირწყლებისა და ცილების ციკლზე;
ფუნგიციდი ეფექტურობას ინარჩუნებს მაღალი ტემპერატურისა და გვალვის დროს;
საუკეთესო დამკავებლობა მცენარის ზედაპირზე მაღალი ფუნქციების აქტივობის შენარჩუნებით.
პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:
ბორდოს სითხე არ უნდა იყოს შერეული ფოსფორორგანულ ინსექტიციდებთან და სხვა პრეპარატებთან, რომლებიც იშლება ტუტე გარემოში;
ბორდოტანი არ შეურიოთ ტუტოვან პესტიციდებს;
პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით ტარაზე მოცემულ ინსტრუქციას და დაიცავით ხარჯვის ნორმები;
ფუნგიციდი შეინახეთ სპეციალურად განკუთვნილ, მშრალ და გრილ ადგილას;
შეწამვლისას გამოიყენეთ სპეციალური აღჭურვილობა (სპეცტანსაცმელი, რესპირატორი, სათვალე და ხელთათმანები);
კულტურა | დაავადება | გამოყენების პერიოდი | ხარჯვის ნორმა, კგ/ჰა | მოდინის პერიოდი, დღე |
ვაზი | ჭრაქი, წითელა, ანთრაქნოზი, შავი სიდამპლე, ლაქიანობა | პრეპარატის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს კლიმატური პირობები: ნალექი, ტემპერატურა, კულტურის ფენოლოგიური ფაზა | 7-10 კგ/ჰა | 25 |
ატამი | ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტეროსპორიოზი, ბაქტერიული კიბო | შესხურება ტარდება გვიან შემოდგომით ფოთლების გაცვენის შემდეგ ან ადრე გაზაფხულზე, კვირტების დაბერვის ფაზამდე | 20-25 კგ/ჰა | 20 |
შესხურება ტარდება აქტიური ვეგეტაციის ფაზებში | 7-10 კგ/ჰა | |||
ვაშლი | ყავისფერი სიდამპლე, ქეცი, მონილიოზი, ვაშლის ქეცი | შესხურება ტარდება მწვანე კონუსის ფაზაში | 20-25 კგ/ჰა | 20 |
შესხურება ტარდება აქტიური ვეგეტაციის ფაზებში | 7-10 კგ/ჰა | |||
მსხალი | შესხურება ტარდება მწვანე კონუსის ფაზაში | 20-25 კგ/ჰა | ||
ბალი, ალუბალი | ალუბლის ქაჯის ცოცხი, კენკროვანთა ნაცრისფერი სიდამპლე | შესხურება ტარდება გვიან შემოდგომით ფოთლების გაცვენის შემდეგ ან ადრე გაზაფხულზე, კვირტების დაბერვის ფაზამდე | 20-25 კგ/ჰა | 15 |
შესხურება ტარდება აქტიური ვეგეტაციის ფაზებში | 7-10 კგ/ჰა | |||
მარწყვი | მარწყვის ფოთლის, ფესვის სიდამპლე | შესხურება ტარდება ყვავილობამდე | 7-10 კგ/ჰა | - |
ციტრუსი | მეჭეჭიანობა, მალსეკო, ბაქტერიული ნეკროზი, ანთრაქნოზი, ნაყოფების ლპობა, მელანოზი |
შესხურება ტარდება აქტიური ვეგეტაციის ფაზებში, პრეპარატის გამოყენებისას |
8-10 კგ/ჰა | 15 |
პომიდორი | ფიტოფტოროზი, ნაყოფის სიდამპლე, ალტერნარიოზი, შავი სიდამპლე, მურა ლაქიანობა, ფესვის | 6-8 კგ/ჰა | 8 | |
კიტრი, ნესვი, საზამთრო, გოგრა | პერენოსპოროზი, ჭრაქი, ანთრაქნოზი, ასკოქიტოზი, ბაქტერიოზი | 3.5 კგ/ჰა | 5 | |
კარტოფილი | კარტოფილის ფიტოფტორა, ალტერნარიოზი | 7-10 კგ/ჰა | - |
მსგავსი პროდუქტები