ჩვენი პროდუქტი
პროტექტი
ფუნგიციდები
კულტურების მიხედვით35
1 კგკატეგორია: ფუნგიციდები - კულტურების მიხედვით
კულტურების მიხედვით: ვაშლი, ატამი, გარგარი, ვაზი, პომიდორი, კიტრი, დაავადების მიხედვით, ჭრაქი, ფიტოფტოროზი, კლასტეროსპოროზი, ქეცი, ფოთლის სიხუჭუჭე
პროდუქტის აღწერა
სპილენძის ჰიდროქსიდი 770 გ/კგ
პრეპარატული ფორმა
პროტექტი არის სპილენძნაერთი ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს დაავადებათა ფართო სპექტრს, რომლებიც ვრცელდება ისეთ კულტურებში, როგორებიცაა ვაზი, ატამი, ვაშლი, ციტრუსი, ბოსტნეული და ა.შ. ისეთ პრობლემატურ სოკოვან დაავადებებზე, როგორიცაა: ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტეროსპორიოზი, მელანოზი, ნეკროზი, ჭრაქი, ანთრაქნოზი, ქეცი, მონილიოზი, ფიტოპტოროზი და ა.შ.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
პათოგენური სოკოების სპორების გაჩენისთვის ხელსაყრელ პირობებში, პრეპარატში შემავალი სპილენძი ხელს უშლის მათ აღმოცენებას. აქტიური ნივთიერება (სპილენძის ჰიდროქსიდი) იწვევს პათოგენების სასიცოცხლო აქტივობის სხვადასხვა ფუნქციურ დარღვევას (ერგოსტეროლის ბიოსინთეზის დათრგუნვა, ფერმენტების აქტივობა, რესპირატორული პროცესები, პათოგენური უჯრედების გაყოფის პროცესის დარღვევა და მისი შეღწევა მცენარეებში), რაც გამორიცხავს რეზისტენტობის ალბათობას წამლისადმი. დაბალი ლოდინის ინტერვალი სპილენძის ჰიდროქსიდის შემადგენელი იონები აფერხებს ზოოსპორების განვითარებას, კლავს ბაქტერიებს, იცავს მცენარეს სოკოვანი დაავადებებისგან.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
- ხელს უშლის სპორების გამრავლებას და პათოგენური უჯრედების გაყოფას;
- დამცავი მოქმედების ხანგრძლივობა, მოხმარების ოპტიმალური მაჩვენებლების გათვალისწინებით, შეადგენს 7-10 დღეს, ნალექის შემთხვევაში მკურნალობა მეორდება;
- კომპლექსურ-კრისტალური სტრუქტურა გარანტირებულად იცავს მცენარის ზედაპირს;
- დაავადებათა ფართო სპექტრის საუკეთესო კონტროლი;
- ადვილი და ეფექტური გამოყენება;
- გააჩნია მტვერგამძლე ფორმულაცია;
- პროტექტი არის შექმნილი, უმაღლესი ხარისხის ფორმულირებით, ნაწილაკების ზომა ისეა გათვლილი, რომ მოხდეს მცენარის ზედაპირის სრულყოფილი და თანაბარი დაფარვა;
პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:
- მაქსიმალური ეფექტურობა მიიღწევა მხოლოდ პერიოდული პროფილაქტიკური გამოყენებით;
- აუცილებელია დამუშავებებს შორის ინტერვალის დაცვა, დამცავი პერიოდის ხანგრძლივობის სწორად განსაზღვრა და სხვა ქიმიური ჯგუფების ფუნგიციდების მონაცვლეობა;
- არ საჭიროებს დამატებით სამუშაო აღჭურვილობას;
- სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად წყალი უნდა იყოს სუფთა. წყალში დიდი რაოდენობით უცხო სხეულების არსებობამ, როგორიცაა სილა, ან თიხა, შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ინსექტიციდის ეფექტურობაზე;
- სამუშაო ხსნარი მზადდება ფუნგიციდური დამუშავებისთანავე;
- შესხურება ტარდება დილის, ან საღამოს საათებში უნალექო/უქარო/ამინდში, რაც ხელს უშლის წამლის მეზობელ კულტურებზე გავრცელებას;
- სამუშაო ხსნარი უნდა გამოიყენოთ მომზადებიდან რამდენიმე საათში;
მსგავსი პროდუქტები