ჩვენი პროდუქტი
კორსები
ფუნგიციდები
კულტურების მიხედვით22
1 კგკატეგორია: ფუნგიციდები - კულტურების მიხედვით
კულტურების მიხედვით: ვაზი, პომიდორი, კიტრი, კარტოფილი, ხახვი, დაავადების მიხედვით, ჭრაქი, ფიტოფტოროზი, პერენოსპოროზი
პროდუქტის აღწერა
მოქმედი ნივთიერება: მანკოცები 680 გ/კგ + ციმოქსანილი 45 გ/კგ
პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
მოქმედების მექანიზმი: კორსები ლოკალურ-სისტემური მოქმედების კომბინირებული ფუნგიციდია, რომელიც შეიცავს ისეთ აქტიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა: მანკოცები 680 გ/კგ და ციმოქსანილი 45 გ/კგ. პრეპარატი ეფექტურად მუშაობს ისეთი დაავადებების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, როგორებიცაა: პომიდვირს ფიტოფტოროზი, ვაზის ჭრაქი, კარტოფილის ფიტოფტოროზი და სხვა. მანკოცების საშუალებით კულტურის ფოთოლზე წარმოიქმნება დამცავი ბარიერი მცენარის ინფიცირებისაგან დასაცავად. ციმოქსანილი კი ადვილად აღწევს კულტურის ქსოვილში და სპობს სოკოებს საწყის სტადიაზე.
პრეპარატის უპირატესობები:
ახასიათებს მედეგობა რთულ კლიმატურ პირობებში;
არაა ფიტოტოქსიკური კულტურების მიმართ;
ხასიათდება გამოყენების ფართო სპექტრით;
თავსებადია როგორც სხვა ფუნგიციდებთან, ისე ინსექტიციდებთან.
გამოყენების ცხრილი:
კულტურა | დაავადება | გამოყენების დრო და მეთოდი | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
ვაზი | ჭრაქი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 2.5 | 20 (4) |
კარტოფილი | ფიტოფტოროზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 2.5 | 14 (3) |
პომიდორი | ფიტოფტოროზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 2.5 | 14 (4) |
კიტრი | პერენოსპოროზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 2.5-3.0 | 3 (3) |
ხახვი | ჭრაქი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 4.0 | 14 (3) |
მსგავსი პროდუქტები