ჩვენი პროდუქტი
კლიმი პლუსი
ჰერბიციდები
პროდუქტის აღწერა
მოქმედი ნივთიერება: გლიფოსატი იზოპროპილამინის მარილი 480 გ/ლ
პრეპარატული ფორმა: წყალხსნარი
მწარმოებელი ქვეყანა: ავსტრალია
დანიშნულება: ჰერბიციდი გამოიყენება ერთწლიანი და მრავალწლიანი თავთავიანი, ერთ და ორ ლებნიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად თესვამდე, ნასვენ მიწებზე და ნაწვერალზე, ასევე არასასურველი ბალახეული და ხე-ბუჩქოვანი მცენარეების გასანადგურებლად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე და სარწყავ სისტემებში. გამოიყენება როგორც დესიკანტი მარცვლეულის, სიმინდის, მზესუმზირის, რაფსის და სოიას ნათესებში.
პესტიციდებთან (სასუქებთან) თავსებადობა: თავსებადია სხვა პესტიციდებთან, მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა შემოწმდეს თავსებადობაზე მცირე რაოდენობის პრეპარატების შერევით.
სელექტიურობა: ტოტალური ჰერბიციდი
მოქმედების სიჩქარე: 7-30 დღე
ჰერბიციდის გამოყენების ნორმები:
კულტურა | სარეველები | ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | გამოყენება |
ხეხილი | ერთწლიანი და მრავალწლიანი სარეველები | 2,5 - 4,5 ლ/ჰა | შესხურება გაზაფხულზე და ზაფხულზე (კულტურების დაცვით) |
ვაზი | ერთწლიანი და მრავალწლიანი სარეველები | 1,5 - 3,5 ლ/ჰა | შესხურება მაისი-ივლისი |
მარცვლოვანი კულტურები, მზესუმზირა, ბოსტნეული | ერთწლიანი და მრავალწლიანი სარეველები, მათ შორის მხოხავი ჭანგა | 1,3 - 3,2 ლ/ჰა | ვეგეტატიური სარეველების შესხურება 5-7 დღით ადრე თესვამდე |
არა სახნავი მიწა | არასასურველი ბალახოვანი და ბუჩქოვან-მერქნიანი მცენარეები | 2,5 - 5 ლ/ჰა | შესხურება |
სხვა კულტურები | ერთწლიანი და მრავალწლიანი სარეველები | 1,5 - 5 ლ/ჰა | შესხურება |
მსგავსი პროდუქტები