icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

110 icon

25 კგ

8 icon

1 კგ

კატეგორია: სასუქები - წყალში ხსნადი

პროდუქტის აღწერა

შემადგენლობა: აზოტი(N)-18%, ფოსფორი(P2O5)-18%, კალიუმი(K2O)-18% გოგირდი(SO3)- 9%, ბორი (B)-0,01%, სპილენძი(Cu)- 0,003%, რკინა(Fe)- 0,075%, მანგანუმი(Mn)- 0,035%, მოლიბდენი(Mo)- 0,003%, თუთია (Zn)-0,001% 

წყალში ხსნადი კრისტალური NPK დაბალანსებული სასუქი, გამდიდრებული მიკროელემენტებით, იხმარება ვეგეტაციის პერიოდში, ამაღლებს მცენარის ზრდის ენერგიას, ძალას, მდგრადობას გვალვისა და დაბალი ტემპერატურის მიმართ.

ახდენს საკვები ელემენტების ნაკლებობის კომპენსაციას და ზრდის არახელსაყრელი პირობების დროს, როდესაც მცენარის მოთხოვნილებები აღემატება ფესვთა სისტემის შთანთქმით შესაძლებლობებს. მიკროელემენტები მასში არის ხელატური ფორმით. თავსებადია პესტიციდების უმრავლესობასთან. ახასიათებს მაღალი ეფექტიანობა და გამოყენების სიმარტივე.

გამოყენება:ფესვიდან მორწყვა: 2 გრ 10ლ წყალზე.

ფოთლებზე დამატებითი გამოკვება: 2,5 გრ 1ლ წყალზე.

ფოთლებზე დამატებითი გამოკვება უმჯობესია ჩატარდეს საღამოს და ღრუბლიან ამინდში (მაგრამ არა წვიმის დროს, რათა არ მოხდეს სასუქის ჩამორეცხვა). შესხურების პერიოდულობა- მცენარის ვეგეტაციის დროს 2-3-ჯერ. კრისტალონით ფოთლებზე დამატებითი გამოკვება შეიძლება შეუთავსდეს მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ დამუშავებას. ეს საშუალებას მისცემს დასუსტებულ მცენარეს უკეთ აიტანოს შხამქიმიკატების ზემოქმედება.

გოგირდი დაბლა სწევს მჟავიანობას და ხელს უწყობს, მიკრო ელემეტების ადვილად ათვისებას.

გამოყენების ცხრილი:

კულტურა

ხარჯვის ნორმა კგ/ჰა

შეტანის წესი
ვაზი, ხეხილი, ციტრუსი, ზეთის ხილი, ყვავილები, დეკორატიული მცენარეები 10-25კგ/ჰა

ფერტიგაცია

(კონცენტრაცია სარწყავ წყალში  არ უნდა აღემატებოდეს 0,5-1,5გ/ლ)

ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა ( ბოსტნეული ღია  გრუნტი, სათბური) 400-600 გ/100ლ წყალი ფოთლოვანი გამოკვება

 

მსგავსი პროდუქტები