ჩვენი პროდუქტი
კრისტაფიდ NPK 20+20+20+TE
სასუქები
ნიადაგში შესატანიკატეგორია: სასუქები - ნიადაგში შესატანი
წონა: 25 კგ
პროდუქტის აღწერა
შემადგენლობა: აზოტი(N)-20%, ფოსფორი(P2O5)-20%, კალიუმი(K2O)-20%, ბორი(B)-0,01%, სპილენძი(Cu)-0,003%, რკინა(Fe)-0,075%, მანგანუმი(Mn)-0,035%, მოლიბდენი(Mo)-0,035%, თუთია(Zn)-0,007%
წყალში ხსნადი, კრისტალური NPK სასუქი გამდიდრებული მიკროელემენტებით. იხმარება ვეგეტაციის პერიოდში მცენარის ზრდისა და განვითარების ყველა სტადიაზე. გამოიყენება მორწყვის სხვადასხვა სისტემებში ყვავილობის დაწყებიდან მოსავლის აღებამდე.
უპირატესობები:
- ამაღლებს მცენარის ზრდის ენერგიასა და ძალას.
- ამაღლებს მცენარეთა მდგომარეობას გვალვასა და დაბალი ტემპერატურების მიმართ.
- ამაღლებს მცენარის მდგომარეობას სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების მიმართ.
- ახდენს საკვები ელემენტების ნაკლებობის კომპენსაციას ზრდის არახელსაყრელი პირობების დროს, როდესაც მცენარის მოთხოვნილებები აღემატება ფესვთა სისტემის შთანთქმის შესაძლებლობებს.
- მიკროელემენტები მასში არის ხელატური ფორმით.
- თავსებადია პესტიციდების უმრავლესობასთან.
- ახასიათებს მაღალი ეფექტიანობა და გამოყენების სიმარტივე.
გამოყენება: ფესვიდან მორწყვა: 2 გრ. 10ლ წყალზე
ფოთლებზე დამატებითი გამოკვება: 2,5გრ 1ლ წყალზე
ფოთლებზე დამატებითი გამოკვება უმჯობესია ჩატარდეს საღამოს და ღრუბლიან ამინდში (მაგრამ არა წვიმის დროს, რათა არ მოხდეს სასუქის ჩამორეცხვა). შესხურების პერიოდულობა - მცენარის ვეგეტაციის დროს 2-3ჯერ. კრისტალონით ფოთლებზე დამატებითი გამოკვება შეიძლება შეუთავსდეს მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ დამუშავებას. ეს საშუალებას მისცემს დასუსტებულ მცენარეებს უკეთ აიტანონ შხამქიმიკაების ზემოქმედება.
გამოყენების ცხრილი:
სასოფლო-სამეურნეო კულტურა |
ხარჯვის ნორმა კგ/ჰა |
შეტანის წესი |
ვაზი, ხეხილი, ციტრუსი, ზეთის ხილი, ყვავილები, დეკორატიული მცენარეები | 10-25კგ/ჰა |
ფერტიგაცია (კონცენტრაცია სარწყავ წყალში არ უნდა აღემატებოდეს 0,5-1,5გ/ლ) |
ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა (ბოსტნეული ღია გრუნტი, სათბური) | 400-600 გ/100ლ წყალი | ფოთლოვანი გამოკვება |
მსგავსი პროდუქტები