icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

58 icon

25 კგ

კატეგორია: სასუქები - წყალში ხსნადი

პროდუქტის აღწერა

შემადგენლობა: წყალში ხსნადი მაგნიუმის ოქსიდი (MgO)-16%, წყალში ხსნადი გოგირდის ტრიოქსიდი (SO3)-32%.

მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი

 

კრისტაფიდ MGS არის კრისტალური, წყალში ხსნადი სასუქი მაგნიუმის მაღალი შემცველობით. ის გამოიყენება ყველა ტიპის ნიადაგზე, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და დეკორატიული მცენარეებისთვის. მაგნიუმისა და გოგირდის ერთიანი მოქმედება სრულად უზრუნველყოფს მცენარის მოთხოვნილებას ამ ელემენტების მიმართ და აუმჯობესებს ნაყოფის ხარისხს.

გოგირდი აუცილებელი ელემენტია მცენარეებში ცილების, ფერმენტების, ვიტამინების, ქლოროფილის ფორმირებისთვის. ცილის სინთეზისთვის საჭიროა გოგირდის დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით თესლში ზეთის წარმოქმნისას. მაგნიუმი მცენარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის მონაწილეობას იღებს ფოტოსინთეზის პროცესში.

თავსებადობა: შერევა შესაძლებელია ყველა წყალში ხსნად სასუქთან, გარდა კალციუ­მის ხსნადი  სასუქებისა.

მაღალი სიწმინდე: არ შეიცავს ქლორს, ნატრიუმს და მძიმე მეტალებს.

 

გამოყენების ცხრილი:

სასოფლო-სამეურნეო კულტურა

ხარჯვის ნორმა კგ/ჰა

შეტანის წესი

ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

100-180 კგ/ჰა

(კონცენტრაცია სარწყავ წყალში არ უნდა აღემატებოდეს 1გ/ლ)

 

ფერტიგაცია

 

ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

500 გრ/100 ლ. წყალში

ფოთლოვანი გამოკვება

 

მსგავსი პროდუქტები