ჩვენი პროდუქტი
ტარავერტ ევო
სასუქები
ბიო სასუქებიპროდუქტის აღწერა
ესპანური წარმოების ბიოსტიმულატორები
TARAVERT-პროდუქციის ეს ასორტიმენტი შეიცავს ამინომჟავებს და ბიოსტიმულატორებს (მაგალითად, ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტებს), შერეულია ორგანულ ნივთიერებებთან და სხვა ელემენტებთან, კულტურების ზრდის გასაუმჯობესებლად და ოპტიმალური შედეგის მისაღწევად.
წარმოება: ესპანეთი (Antonio Tarazona)
შემადგენლობა: ტოტალური აზოტი (N)–7%, კალიუმი (K2O)–3%, ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტი-6%, ორგანული მასა-15%. ტოტალურიამინომჟავები-17%, თავისუფალი ამინომჟავები-10%.
ტარავერტ ევო აერთიანებს ორ საუკეთესო ბიოსტიმულატორს: ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტს და მცენარეული ცილების ჰიდროლიზს. თხევადი ბიოსტიმულატორი ხელს უწყობს მცენარეს სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლაში და ეხმარება მცენარეს ზრდა განვითარებაში.
ამინომჟავების და წყალმცენარეეების ექსტრაქტები ავლენენ ბიოლოგიური აქტივობის დიდ სპექტრს. ქიმიური ანალიზით დადასტურებულია,რომ ისინი შეიცავენ ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ მცენარის ზრდა-განვითარებას,ზრდის მოსავლიანობას და იცავენ დაავადებებისა და მავნებლებისგან. მათი გამოყენება წარმატებით შეიძლება ორგანულ (ბიო) პროდუქციის წარმოებაში. კვლევებით დადასტურებულია, რომ წყალმცენარეთა ექსტრაქტების გამოყენებით მცენარეს უძლიერდება სტრესული ფაქტორებისადმი (ყინვა, გვალვა, გარემოს დაბინძურება) გამძლეობა. ასევე ნაკლებად ავადდებიან სოკოვანი დაავადებებით და უფრო დაცულია მავნებლებისაგან. ისინი ავლენენ ანტიმიკრობულ, ციტოტოქსიკურ და ანტივირუსულ აქტივობებს. რეკომენდებულია სეტყვისაგან და არასწორად გამოყენებული პრეპარატის მიწოდებით მიყენებული სტრესული მდგომარეობიდან გამოსაყვანად.
გამოყენების ცხრილი:
სასოფლო-სამეურნეო კულტურა |
ხარჯვის ნორმა ლ/ჰა |
შეტანის წესი |
ხეხილი
ვაზი, ზეთის ხილი, ბოსტნეული |
200 გრ/100 ლ წყალში
100-150 გრ/100 ლ წყალში |
ფოთლიდან გამოკვება |
ხეხილი
ვაზი, ზეთის ხილი, ბოსტნეული |
3-4 ლ/ჰა
2-3 ლ/ჰა |
ფერტიგაცია |
მსგავსი პროდუქტები