icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

30 icon

1 კგ

კატეგორია: ფუნგიციდები - კულტურების მიხედვით

კულტურების მიხედვით: ვაზი, პომიდორი, კიტრი, კარტოფილი, ხახვი, საზამთრო, დაავადების მიხედვით, ჭრაქი, ალტერნარიოზი, ფიტოფტოროზი, პერენოსპოროზი

პროდუქტის აღწერა

მოქმედი ნივთიერება: მანკოცები 600 გ/კგ + დიმეთომორფი 90 გ/კგ

პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი

მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი

უმაღლესი კლასის სისტემურ-კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი, აკბატი, ვაზის, ციტრუსების, კარტოფილის, პომიდვრის, კიტრის, ხახვის და ბაღჩეული კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატს ახასიათებს განსაკუთრებული ფუნგიციდური თვისებები. მას აქვს მკვეთრად გამოხატული როგორც სისტემური, ისე კონტაქტური დაცვითი მოქმედება. პრეპარატი ძალზე სწრაფად იჭრება მცენარეებში და თანაბრად ნაწილდება მათში, მათ შორის ახალგაზრდა ყლორტებში და წანაზარდებში, სადაც ვერ მოხვდა პრეპარატი შესხურების მომენტში. პრეპარატი გამოირჩევა განსაკუთრებული სელექტიურობით ომოციტების კლასის სოკოების წინააღმდეგ, საიმედოა რთულ კლიმატურ პირობებშიც. შესხურებიდან 2 საათის შემდეგ მოსული ნალექი მის ეფექტურობაზე გავლენას არ ახდენს (პრეპარატი არ ჩამოირეცხება). მისი კომბინირება დასაშვებია სხვა ფუნგიციდებთან და ინსექტო-აკარიციდებთან.

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • ხსნარი არ უნდა მომზადდეს საკვებად გამოსაყენებელ ჭურჭელში;
  • შესხურება უნდა განხორციელდეს შესაბამისი აღჭურვილობით: სპეცტანსაცმელი, რესპირატორი, სათვალე და ხელთათმანი;
  • თუ პრეპარატი მოგხვდებათ თვალზე ან კანზე დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ გამდინარი წყლით;
  • შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, წამლებისა და საკვებისგან მოშორებით +35 C ტემპერატურაზე;
  • პროცედურებს შორის ინტერვალი უნდა იყოს, ამინდის პირობებიდან გამომდინარე 7-14 დღე;
  • კარგად განვითარებული ფოთლის ზედაპირზე შესხურება უნდა განხორციელდეს დიდი რაოდენობით წყლის გამოყენებით, ფოთლების სრული დაფარვისათვის;

 

გამოყენების ცხრილი:

კულტურა დაავადება ხარჯვის ნორმა კგ/ჰა ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაზი ჭრაქი 2 40 (3)
კარტოფილი ფიტოფტორა, მაკროსპორიოზი, ალტერნარიოზი 2 - 2.5 20 (3)
კიტრი (სათესლე ნაკვეთები) პერენოსპოროზი 2 - (5)
პომიდორი (ღია და დახურული გრუნტი) ფიტოფტორა, ალტერნარიოზი 2 40 (3)
კიტრი (ღია გრუნტი) პერენოსპოროზი 2 15 (3)
ხახვი პერენოსპოროზი 2 15 (3)
თამბაქო პერენოსპოროზი 2 - 2.5 20 (3)
  •  

 

 

მსგავსი პროდუქტები