icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

28 icon

1 კგ

კატეგორია: ფუნგიციდები - კულტურების მიხედვით

კულტურების მიხედვით: ვაზი, პომიდორი, კიტრი, კარტოფილი, დაავადების მიხედვით, ჭრაქი, ფიტოფტოროზი, პერენოსპოროზი

პროდუქტის აღწერა

მოქმედი ნივთიერება: მეტალაქსილი 80 გ/კგ, მანკოცები 640 გ/კგ

პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი

ჯგუფი: M3:A1/4/ფუნგიციდი

მაღალეფეტური სისტემური ფუნგიციდი ვაზის ჭრაქის, კარტოფილის და პომიდორის ფიტოფტოროზისა და კიტრის პერენოსპოროზის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ბელონა სისტემურ-კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდია, რომელიც ხასიათდება როგორც დამცავი, ასევე სამკურნალო თვისებებით. პრეპარატი ეფექტურია ვაზის, პომიდორის, კარტოფილის და კიტრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეპარატის დოზები და ვადები შეარჩიეთ კულტურებისა და გარემო პირობების მიხედვით. ნოტიო და წვიმიანი ამინდების შემთხვევაში, როდესაც არსებობს ინფიცირების მაღალი რისკი და დაავადების საინკუბაციო პერიოდის შემცირების საშიშროება, რეკომენდირებულია შესხურების ინტერვალის შემცირება. გახსოვდეთ, რომ მიუხედავად თავისი სისტემური და სამკურნალო თვისებებისა, ბელონა მაქსიმალურად ეფექტურია მისი პროფილაქტიკურად გამოყენებისას მანამ, სანამ დაავადების სიმპტომები ხილული გახდება.

გამოყენების ცხრილი

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა, კგ/ჰა გამოყენების ჯერადობა/ ლოდინის პერიოდი
ვაზი ჭრაქი 2,5 3/14
კარტოფილი ფიტოფტოროზი 2,5 3/14
პომიდორი ფიტოფტოროზი 2,5 3/10
კიტრი პერენოსპოროზი 2,5 3/5

მსგავსი პროდუქტები